ევროპარლამენტის ასოცირების კომიტეტის სამუშაო დოკუმენტი

საქართველოს გამო რუსეთს კიდევ ერთ საერთაშორისო დოკუმენტში აკრიტიკებენ.

სტრასბურგში დაწერილი რეკომენდაციები და შეფასებები საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტს ეკუთვნის. სამუშაო ვერსია „მოამბემ“ ექსკლუზიურად მოიპოვა.

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნური ბარიერების აღმართვა და რუსეთის მიერ გამოყენებული ტაქტიკა ევროპაში უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის – ასეთია ერთ-ერთი მთავარი გზავნილი. დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში მოხვდა საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლთა, მათ შორის წინა კვირას საეჭვო გარემოებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარცახელიას საქმეც.

კომიტეტის წევრები ვიზა-ლიბერალიზაციის შედეგებსაც აფასებენ და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანას საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებისკენ მოუწოდებენ. შეფასებების დროს ოპოზიცია აქცენტს დოკუმენტის იმ ნაწილზე აკეთებს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებს და მოსამართლეების თემას ეხება.