ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის დოკუმენტის პროექტი

ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა 27-28 მარტს სტრასბურგში გაიმართება.

კომიტეტმა საბოლოო განცხადება და რეკომენდაციების დოკუმენტი უნდა მიიღოს, რომლის სამუშაო ვერსიაც უკვე არსებობს. დოკუმენტის აღნიშნული ვარიანტი „მოამბემ“ მოიპოვა. იგი 41 პუნქტისგან შედგება. ტექსტში საუბარი მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება, მათ შორის დადებითად არის შეფასებული ასოცირების დღის წესრგით გათვალისწინებული საკითხების იმპლემენტაციის პროცესი. ყურადღებაა გამახვილებული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე.