ევროპარლამენტის ანგარიში

ნოემბერში გახდება ცნობილი, შეიცვლება თუ არა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ წარდგენილი მოხსენების შინაარსი.

სწორედ ამ დროს გადის ანგარიში კენჭისყრაზე. მანამდე კი ევროპელმა დეპუტატებმა დოკუმენტში შესატანი ცვლილებების ინიცირება უნდა მოახდინონ. მმართველ გუნდს იმედი აქვს, რომ ლატვიელი დეპუტატის, ანდრეი მამიკინსის მიერ მომზადებული დასკვნის საბოლოო ვერსია კვლავ პოზიტიური იქნება. ასე არ ფიქრობენ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები, რომელთა აზრით, ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ მომზადებული მოხსენება სუსტია და ის უნდა შეიცვალოს.

დოკუმენტის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟის შემდეგ ანგარიშის ავტორი ანდრეს მამიკინსი  ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან კონსულტაციისთვის მზად არის.