მამიკინსის განცხადება

ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

ანდრეს მამიკინსი აცხადებს, რომ მისი ქართული ოცნება, სწორედ ჩვენი ქვეყნის ალიანსში ხილვაა. მამიკინსი დარწმუნებულია, რომ ეს დოკუმენტი იქნება მთავარი და მკაფიო გზავნილი ევროპისთვის, მსოფლიოსთვის და ეს იქნება დასტური,  რომ ევროპარლამენტი ამ გზაზე საქართველოს მხარდამჭერია. ეევროპარლამენტარი არ აკონკრეტებს თუ როგორი იქნება ანგარიშის საბოლოო ვარიანტი. ამასთან, ის საქართველოს ოპოზიციური პარტიების წევრების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს გამოეხმაურა და მათთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა.

შეგახსნებეთ, რომ ევროპარლამენტში დღეს შესწორებების წარდგენა სრულდება იმ ანგარიშზე, რომელიც ანდრეს მამიკინსმა საქრთველოს შესახებ მოამზადა.