ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის საქართველოში ვიზიტი და მის განცხადება ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე, პოლიტიკურ წრეებში განხილვის თემაა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ ევროპარლამენტარის კომენტარები ოპოზიციის ნაწილის ნარატივს ემთხვევა და ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებას უწყობს ხელს.
ოპოზიცია კი მმართველ პარტიას საერთაშორისო პარტნიორების შეურაცხყოფაში სდებს ბრალს და ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟში ადანაშაულებს.