„ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია
პარლამენტის თავმჯდომარე ამ განცხადებით „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის იმ რეზოლუციას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დემოკრატიის უკუსვლა აჩვენა. მათ შორის ნათქვამია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს გაყალბდა საპარლამენტო არჩევნები, 28 ნოემბერს კი ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები 2028 წლამდე გადავადდა, რასაც ასევე ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო აქტების სერიის განხორციელება მოჰყვა.
რეზოლუციაში წერია ისიც, რომ იქ, სადაც რუსეთი სამხედრო გზით არ ერევა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საინფორმაციო სივრცეში დომინირებას ცდილობს და საქართველო ამის საუკეთესო მაგალითია. „ევრონესტი“ ევროკავშირის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ განახორციელოს ძლიერი და მკაფიო რეაგირება საქართველოში დემოკრატიული წესრიგის მიმდინარე დემონტაჟზე, ასევე მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, მხარი დაუჭირონ დამოუკიდებელ ქართულ მედიას ყველა შესაძლო ინსტრუმენტით, მათ შორის ფინანსურით, რათა შენარჩუნდეს პრესის თავისუფლება.