„ევრონესტის“ განცხადება და შალვა პაპუაშვილის პასუხი. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია „ევრონესტის“ შემდგომ სესიებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის მიზეზად პარლამენტის თავმჯდომარე ასახელებს, რომ „ევრონესტი“ უგულებელყოფს საქართველოს მოსახლეობის ნებას და საკუთარი შეხედულებისამებრ აუქმებს მისი წევრი ქვეყნის არჩევნებს და დემოკრატიულ ინსტიტუტებს.
ამასთან, განცხადების თანახმად, პაპუაშვილი მოუწოდებს ევროპარლამენტს, უარი თქვას ვიწროპოლიტიკურ დღის წესრიგზე და პატივი სცეს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.