ევროკომისიის პრეზიდენტის გამოხმაურება

12:38, 27.03.2025

აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტი. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს. ევროკომისიის პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოხატავს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გამო. „ტარიფები არის გადასახადები – საზიანო ბიზნესისთვის, კიდევ უფრო საზიანო მომხმარებლებისთვის, როგორც შეერთებულ შტატებში, ისე ევროკავშირში. ევროკავშირი გააგრძელებს მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტილებების ძიებას, რის პარალელურადაც დაიცავს თავის ეკონომიკურ ინტერესებს“, – დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მსგავსი