დონალდ ტრამპის განცხადება

12:37, 27.03.2025

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახალ, 25%-იან ტარიფებს აწესებს იმ მანქანებზე, რომლებიც აშშ-ში არაა დამზადებული. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და განკარგულებას ხელი მოაწერა. ტრამპის თქმით, ახალი ტარიფები ძალაში 2 აპრილიდან შევა. აშშ-ის პრეზიდენტმა დააკონკრეტა, რომ ტარიფები შეეხება იმ ავტომობილებსაც, რომლის ნაწილებიც ამერიკაშია დამზადებული, თუმცა აწყობილია სხვა ქვეყანაში.

მსგავსი