ევროკავშირის ელჩის გამოხმაურება

12:14, 28.01.2025

„ჩვენი მიზანი იყო იმ პირების დასჯა, რომლებიც პასუხისმგებელი არიან რეპრესიებზე, დაშინებაზე, მიმდინარე ძალადობაზე. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს მოუწევთ ვიზის აღება ევროკავშირში მგზავრობისას,“ – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკი ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, გრძელდება, ევროკავშირის მხრიდან რეაგირების გარეშე ვერ დარჩებოდა.

ევროკავშირის გადაწყვეტილება – შეფასებები

მსგავსი