ევროკავშირი სამშაბათამდე გამოაქვეყნებს იმ ქვეყნების სიას, რომლებთანაც გაერთიანება მიმოსვლას აღადგენს. დიპლომატების მხრიდან იმ ქვეყნების სია უკვე შეთანხმებულია, რომელთა მოქალაქეებიც პირველი ივლისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას შეძლებენ. 15 ქვეყანას შორის საქართველოც არის. სიაში არ არის აშშ, რუსეთი, ისრაელი, თურქეთი და საუდის არაბეთი – ქვეყნები, სადაც „კოვიდ-19“ აქტიურად ვრცელდება.
საქართველოს გარდა, იმ 14 ქვეყანას შორის, რომლისთვისაც პირველი ივლისიდან ევროკავშირის საზღვრები გაიხსნება, მოხვდა კანადა, მონტენეგრო, სერბეთი, ტაილანდი, ურუგვაი, მაროკო, ტუნისი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია და სამხრეთ კორეა.