ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მრევლმა ამაღლების დღესასწაული ღია ცის ქვეშ აღნიშნა

ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მრევლმა ამაღლების დღესასწაული ღია ცის ქვეშ ლოცვით აღნიშნა. ღვთისმსახურება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.

ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვრის თქმით, ბოლო რამდენიმე წელია ამ დღესასწაულს ღია ცის ქვეშ, ამაღლებულ ადგილას ზეიმობენ.