პატიმართა ესკორტირებისა და თანამშრომელთა მეტი უსაფრთხოებისთვის ესკორტირების ერთიანი მართვის ცენტრი გაიხსნა.
ახალგახსნილი ცენტრის ფუნქციონირებას იუსტიციის მინისტრი და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ადგილზე გაეცნენ.
ცენტრი აღჭურვილია რადიოსიხშირისა და GPS ნავიგაციის უახლესი და თანამედროვე ტექნიკით, რაც საშუალებას იძლევა ოპერატიულად, ეფექტიანად და უსაფრთხოდ განხორციელდეს როგორც მსჯავრდებულთა გადაადგილება, ასევე ექსკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა მუშაობაც.
ცენტრში დასაქმებული თანამშრომლებისთვის პენიტენციურმა სამსახურმა მოსასვენებელი სივრცეც გამოყო, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით.