„ეს საერთო ტკივილია“- გამოფენა პარლამენტში

აფხაზეთს ომი და 25 წლის წინ განვითარებული მოვლენები. „ეს საერთო ტკივილია“-  ამ სახელწოდების გამოფენა გაიხსნა პარლამენტში.

გამოიფინა შახ აივაზოვის, იური მეჩითოვისა და გიორგი ცაგარელის ნამუშევრები. ფოტოები შეიარაღებული კონფლიქტის დროს არის გადაღებული და მათი უმრავლესობა საზოგადოებამ პირველად იხილა.

ექსპოზიცია პარლამენტის დიასპორის, საგარეო საკითხთა კომიტეტებისა და შერიგებისა და თანასწორობის სამინისტროების ორგანიზებით გაიმართა.