ერთიანი ეროვნული გამოცდები

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე დღეა. აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ გამოცდას. მათ ტესტის შესასრულებლად 3 საათი და 45 წუთი აქვთ. რეგისტრაციაზე დილიდან აბიტურიენტების 98% გამოცხადდა. გუშინ კი 94%.

დაფიქსირდა დაგვიანების ორი შემთხვევა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მოუწოდებს აბიტურიენტებს შეამოწმონ საგამოცდო ბარათები და ყურადღებით ნახონ რომელ საგამოცდო ცენტრში და როდის აქვთ გამოცდა.

სოფო გორგოძის თქმით, რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა როდესაც აბიტურიენტი სხვა საგამოცდო ცენტრში მივიდა. ცენტრის დირექტორი მოუწოდებს აბიტურიენტებს საგამოცდო სექტორში თან არ იქონიონ საათი,  მობილური ტელეფონი და სხვა აკრძალული ნივთები.