ერთი წელი ვიზალიბერალიზაციიდან - პოლიტიკური შეფასებები „მოამბეში“

ერთი წელი ისტორიული თარიღიდან. ზუსტად ერთი წლის წინ საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მიიღეს. ამ უფლებით, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად ითვლება, საქართველოს მოქალაქეებმა 250 000-ჯერ ისარგებლეს.