„რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. ერთი წლის შემდეგ: მშვიდობის ფორმულა“ – დისკუსიას ამ სახელწოდებით „რონდელის ფონდი“ საქართველოში უკრაინის საელჩოსთან პარტნიორობით მართავს. მონაწილეობენ საქართველოში აკრედიტებული ელჩები, საქართველოს პრეზიდენტი, მესამე სექტორი და ოპოზიციის ნაწილი.
შეკრებილებს სიტყვით საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა მიმართეს. ისაუბრეს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან აგრესიულ ომზე.