26 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ მოპოვებული ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავად საკოლექციო მონეტები გამოიცემა. მონეტები ლიეტუვაში ახლა მზადდება და გაყიდვაში წლის ბოლოდან ჩაეშვება. დაგეგმილია ვერცხლისა და ოქროს მონეტების გამოშვება. მათი დიზაინი ნაკრების სიმბოლიკებს განასახიერებს და ის ეროვნულმა ბანკმა ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად შეარჩია. საკოლექციო დანიშნულების მონეტები კიდევ ერთხელ აცოცხლებს იმ დაუვიწყარ ემოციებსა და სიხარულს, რომელმაც სამი თვის წინ მთელი საქართველო გააერთიანა.