„ერისიონის“ შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები

კულტურის მინისტრმა ანსამბლ „ერისიონისთვის“ სახელმწიფოს მიერ გადაცემული შენობის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები მოინახულა. დაწესებულებაში უკვე განხორციელდა სადემონტაჟო სამუშაოები, ფუნდამენტის სრული რეაბილიტაცია, სახურავის ნაწილობრივი რეაბილიტაცია, შიდა მოწყობითი სამუშაოები, ფასადის რეაბილიტაცია, გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემების მონტაჟი. აღინიშნა, რომ პროექტის შედეგად შენობა სრულად იქნება აღდგენილი.