ერევნში პოლიციამ აქციის 30 მონაწილე დააკავა

ერევანში პოლიციამ აქციის 30 მონაწილე დააკავა. ისინი კანონდარღვევაში არიან ეჭვმიტანილები. სომხეთის დედაქალაქში საპროტესტო აქცია გრძელდება. მონაწილეების ნაწილი მსვლელობას განაგრძობს, დროდადრო კი პოლიციასთან დაპირისპირება ხდება. დემონსტრანტებმა სომხეთის მთავრობის სახლის ბლოკირება სცადეს, სადაც პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანის ხელმძღვანელობით ახალი მინისტრთა კაბინეტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს.