ვითარება ერევანში

ერევანში ვითარება კვლავ დაძაბულია. საპროტესტო აქცია დილიდან  მთავრობის სასახლესთან განახლდა.

მონაწილეებს შენობა ჰქონდათ ბლოკირებული.

მოგვიანებით, მთავრობის სასახლეს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ალყა შემოარტყა და დაკავება დაიწყო.

აქციის მონაწილეებმა მთავრობის სასახლის ტერიტორია დატოვეს და ახლა ერევნის ქუჩებში მსვლელობას აწყობენ. მათ ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი ხელმძღვანელობს.

სომხეთში პრემიერ-მინისტრის არჩევის შემდეგ, მთავრობის პირველი სხდომა გაიმართება.