ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია – ებრაელთა თემი

15:08, 18.07.2020

მულტიკულტურულ ახალციხეში ებრაული თემი ისტორიულად მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. სწორედ ებრაელების წყალობით იქნა შენარჩუნებული ქართული ენა ახალციხეში. საქართველოში პირველი ებრაელი მხატვრის შალომ კობოშვილის (1876-1941) შემოქმედებაც ახალციხეს უკავშირდება. კობოშვილი წარმოშობით ახალციხიდან იყო, ახალგაზრდამ დატოვა ქალაქი, იქ აღარ დაბრუნებულა, მაგრამ თითქმის მისი მთელი შემოქმედება ახალციხელ ებრალეთა ყოფას ასახავს.

ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია

მსგავსი