პოლიციის აკადემიაში უწყების წარმომადგენლებისთვის ექსპერტების გადამზადების სპეციალური კურსი ჩატარდა. სწავლების ფარგლებში გადამზადება ჩაუტარდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის რეგიონული დანაყოფების წარმომადგენლებს. სასწავლო პროგრამა მოიცავდა საგამოძიებო პროცესში ექსპერტის საქმიანობის ყველა მნიშვნელოვან პრაქტიკულ მიმართულებას, მათ შორის, შემთხვევის ადგილის დათვალიერებასა და სხვა საგამოძიებო მოქმედებებში ჩართვას.