ექსკლუზიური ინტერვიუ ნიკოლ ფაშინიანთან

ყოფილი ჟურნალისტი, პუბლიცისტი და ოპოზიციონერი ლიდერი ქვეყნის სამართავად ემზადება.

ხელისუფლებაში საპროტესტო აქციებით მოსულ სომხეთის პრემიერ-მინისტრთან „მოამბემ” ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

ეს არის ნიკოლ ფაშინიანის პირველი ინტერვიუ მას შემდეგ, რაც კანდიდატურის ერთხელ ჩაგდების მერე, პარლამენტმა მეორედ მხარი დაუჭირა და მთავრობის მეთაურის პოსტი დაიკავა.

ჩვენს ჟურნალისტთან მეზობელი ქვეყნის პრემიერი საუბრობს საქართველოსთან ურთიერთობის პერსპექტივაზე, რუსეთთან კავშირზე, შიდა პოლიტიკის მთავარ გამოწვევებზე, მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე და ყარაბაღის მრავალწლიან კონფლიქტზე.

საქართველოზე საუბრის დროს ფაშინიანმა რამდენჯერმე ახსენა გეოპოლიტიკური ფაქტორი, რომელიც, მისი აზრით, ორი ქვეყნის პარტნიორობაში გადამწყვეტი არ უნდა იყოს.

ლიკა ალელიშვილის, ოთარ ჯორჯიაშვილის და ირაკლი გედენიძის რეპორტაჟი ერევნიდან.