ექსკლუზიური ინტერვიუ „აზოვის“ მეთაურის მოადგილესთან

დაიწყო თუ არა „აზოვსტალიდან“ დაჭრილი სამხედროების ევაკუაცია. ირინა ვერჩუკის ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 600-მდე მებრძოლი უმძიმეს მდგომარეობაში, დახმარების მოლოდინშია. მიყენებული ჭრილობებისა და მედიკამენტების არქონის გამო, გარდაცვლილთა რაოდენობა მატულობს.

არსებულ ვითარებაზე ლეგიონ „აზოვის“ მეთაურმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. სვიატოსლავ პალამარის თქმით, ქარხანაზე შტურმი და საჰაერო თავდასხმები არ წყდება. მისივე ინფორმაციით, 78 დღის განმავლობაში „აზოვის“ მებრძოლებმა ტერიტორიის დაცვა შეძლეს, რაც სასწაულის ტოლფასია.

ჩაერთვება თუ არა თურქეთი ევაკუაციის პროცესში და მოხერხდება თუ არა „აზოვის“ მცველების გადარჩენა – თამთა რუხაძე დეტალებით.