ამბავი ასეთია – ფშავლებმა ხაჭო შეინახეს და დაავიწყდათ. დაობებული ხაჭო გადასაყრელად დაენანათ, გასინჯეს და ახალ ხაჭოზე მეტად მოეწონათ. მას შემდეგ დამბალხაჭო დელიკატესად და ბუნებრივ ანტიბიოტიკად ითვლება.
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე დამბალხაჭოს დამზადების პროცესი ფშავლების ოჯახში – ქეთევან სადღობელაშვილის და გიორგი ებრალიძის ფილმში „ფშავლების პასპორტი“.