ეპიზოდი #3: ფულის როლი მაკროეკონომიკურ მოდელებში

III ეპიზოდი

ხშირად, სტუდენტების უმეტესობას მხოლოდ ნეოკლასიკურ (მეინსტრიმულ) ეკონომიკას ასწავლიან, რომელშიც როგორღაც შესაძლებელია დასაქმების, ხელფასების, გამოშვებისა და ეკონომიკური ზრდის ახსნა მათზე ფულისა და ფინანსების გავლენის გარეშე.
მაგრამ, როგორ შეიძლება ფული და ფინანსები, რომელიც ცენტრალურ როლს თამაშობს და გადამწყვეტი გავლენა აქვს ეკონომიკური სისტემის ფუნქციონირებაზე, გამოირიცხოს ეკონომიკური ანალიზიდან? არის თუ არა ეს მიდგომა რეალური სამყაროს რეალისტური ახსნა?

კაპიტალისტური ეკონომიკა პირველ რიგში ფულის მოხმარების ეკონომიკაა. ფული უნდა იყოს ეკონომიკური გამოშვებისა და ეკონომიკური ზრდის თეორიის ცენტრში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის, რასაც მოდელი აღწერს, ნამდვილად არ არის კაპიტალისტური სისტემა.

42° პარალელი