ეპიდემიური ვითარება - თენგიზ ცერცვაძის განცხადება

წლის ბოლოსთვის საქართველოში პანდემია დაძლეული იქნება – ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელის ვარაუდი. თუმცა, თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომ მანამდე აგვისტოს ბოლოდან ქვეყანას შესაძლოა, მეოთხე ტალღის გადალახვა მოუხდეს, მაგრამ ეს ტალღა განვლილი ეტაპებისგან განსხვავებით მსუბუქი იქნება. ამის თქმის საფუძველს მას ვაქცინირებულების და კოვიდგადატანილი ადამიანებისგან შემდგარი იმუნური ფენა აძლევს, რომლის სტატისტიკა ორ თვეში გაცილებით მაღალი იქნება.

მეოთხე ტალღის სრულად თავიდან აცილების მიზნით კი თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას ზაფხულში პირბადის ინტენსიურ ტარებას ურჩევს. მიუხედავად ამისა, ის მომხრეა, რომ საღამოს საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გაუქმდეს. რაც შეეხება ინდურ შტამს, ინფექციონისტის თქმით, ეს შტამი ოფიციალურად 18 პირს აქვს დადასტურებული, მისი ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი კი სურდოა.