საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს – დღეისთვის აღრიცხულია 147 შემთხვევა. ეპიდემიოლოგები მომდევნო დღეებში ნახტომისებურ ზრდას ელოდებიან. ექიმების თქმით, ეს „ომიკრონის“ შტამთან და სადღესასწაულო აქტივობებთან არის დაკავშირებული. გასულ დღე-ღამეში აღრიცხეს „კოვიდის“ 943 ახალი შემთხვევა – გარდაიცვალა 37 პაციენტი.
„ომიკრონის“ სამიზნე ჯგუფში ახალგაზრდები და ბავშვები არიან. რისკის ქვეშ იმყოფებიან ის ორსულებიც, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ. სპეციალისტების პროგნოზით, დაახლობით იანვრის მეორე ნახევარში „დელტას“ სრულად ჩაანაცვლებს სამხრეთ აფრიკული შტამი. სწორედ ამიტომ, ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, ატარონ პირბადე, შეამცირონ მობილობა და, რა თქმა უნდა, აცრა გაიკეთონ.