ეპიდემიური ვითარება საქართველოში და მოლოდინები

საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს – ეპიდემიოლოგები მომდევნო დღეებში ახალი შემთხვევების ნახტომისებურ ზრდას ელოდებიან. ექიმების თქმით, ეს „ომიკრონისშტამთან და სადღესასწაულო აქტივობებთან არის დაკავშირებული. გასულ დღე-ღამეში აღრიცხეს „კოვიდის“ 943 ახალი შემთხვევა – გარდაიცვალა 37 პაციენტი.

სპეციალისტების პროგნოზით, დაახლობით იანვრის მეორე ნახევარში „დელტას“ სრულად ჩაანაცვლებს სამხრეთ აფრიკული შტამი. სწორედ ამიტომ ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, ატარონ პირბადე, შეამცირონ მობილობა და, რა თქმა უნდა, გაიკეთონ აცრა.

მარიამ სეთურიძე დეტალებით.