ჯანდაცვის სისტემა ძალიან კარგად მომზადებული შეხვდა რესპირაციულ ვირუსებს, – განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ნოემბერი-დეკემბერი და შემდეგ თებერვალი-მარტი რესპირაციული ინფექციების პიკური პერიოდებია. მისივე ინფორმაციით, მცირედით იმატა კოვიდის შემთხვევებმა.