ბოლო 24 საათში საქართველოში კიდევ 74 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა – პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 443 მოქალაქე ემსხვერპლა. გასულ დღე-ღამეში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა და დადებითობის მაჩვენებელი კი შემცირებულია. თუმცა, საქართველოში „ომიკრონის“ შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
რა ვითარებაა ჰოსპიტალურ სექტორში და რა პროგნოზი აქვთ სპეციალისტებს, ამას ახლა თამარ ნადარეიშვილი გვეტყვის, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება.