კორონავირუსით კიდევ 53 პაციენტი გარდაიცვალა – დაინფიცირდა 3 278 ადამიანი. ამ დროისთვის საქართველოში ახალი შტამი, „ომიკრონი“ დადასტურებული არ არის, თუმცა საეჭვო შემთხვევებზე დაკვირვება მიმდინარეობს.
შესაბამისად, სპეციალისტები მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ექიმების შეფასებით, რეკომენდაციები უცვლელი რჩება – პირბადის ტარება და ვაქცინაცია. სხვადასხვა საერთაშორისო კვლევების მიხედვით, ვაქცინის სამი დოზა „კოვიდ-19“-ის ახალი შტამის წინააღმდეგაც ეფექტიანია.