საქართველოში ეპიდვითარება რთულდება. ჰოსპიტალური სექტორი კრიტიკულ ზღვარზეა. სპეციალისტები რთულ მომდევნო თვეებს პროგნოზირებენ, განსაკუთრებით კი მსოფლიოში ახალი შტამის დადასტურების შემდეგ. გასულ დღე-ღამეში ვირუსმა კიდევ 47 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაინფიცირდა 1 954 მოქალაქე.