ეპიდვითარება საქართველოში დრამატულად დამძიმდა – ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კიდევ 62 პაციენტი გარდაიცვალა. დადასტურდა 5 340 ახალი შემთხვევა. ერთ მილიონ მოსახლეზე დაანგარიშებით, საქართველო კორონავირუსისგან გარდაცვალების მაჩვენებლით, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია. მორიგი ეპიდაფეთქების ფონზე, კვლავ დაბალია ვაქცინაციის ტემპი. დღიურად ქვეყანაში მხოლოდ 4 000-მდე ადამიანი იცრება.
ჩვენი კორესპონდენტი თამუნა ნადარეიშვილი ესაუბრა ეპიდემიოლოგებს – როგორ აფასებენ სპეციალისტები დრამატულ მონაცემებს და რაში ხედავენ გამოსავალს?