საქართველოში ეპიდვითარების მცირედით გაუმჯობესების ტენდენცია ნარჩუნდება – ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 1 597 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 38 პაციენტი. დაიკლო დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმაც, რომელიც დღეს 4,65 %-ია. ყველაზე მეტი შემთხვევა ბოლო 24 საათში თბილისში გამოვლინდა, შემდეგ მოდის იმერეთი და კახეთის რეგიონი.
ეპიდვითარების მცირედით გაუმჯობესების ფონზე, ქვეყანაში კვლავ იკლებს ვაქცინაციის ტემპი, რაც ეპიდემიოლოგებს პოზიტიური პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას არ აძლევს. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში 13 580 აცრა ჩატარდა, რაც წინა კვირების მაჩვენებელთან შედარებით, თითქმის ორნახევარჯერ ნაკლებია.
თამუნა ნადარეიშვილი ჩაგვერთვება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში – რა გეგმა აქვს დაავადებათა კონტროლის ცენტრს ვაქცინაციის ტემპის ასამაღლებლად?