საქართველოში კორონავირუსი კვლავ აქტიურად ცირკულირებს. რაც შეეხება სხვა რესპირაციულ ინფექციებს, როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განმარტა, გრიპის შემთხვევები თვეზე მეტია, არ დაფიქსირებულა. მისი თქმით, კორონავირუსის ჩათვლით, ყველა სხვა ვირუსი, ძირითადად მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება და სერიოზულ გართულებებს არ იწვევს.