კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკმა საბედნიეროდ უკვე გადაიარა და საქართველოში დღიური ინფიცირების მაჩვენებელი კლებას განაგრძობს. თუმცა, შემცირდა აცრის მაჩვენებელიც და ამ ტენდენციას ჯანდაცვის სპეციალისტები საგანგაშოდ მიიჩნევენ. თუ ქვეყანა მეხუთე ტალღას 60 პროცენტზე ნაკლები აცრილი მოსახლეობით შეხვდება, პროგნოზი მძიმეა.
ჯანდაცვის სამინისტრო სავალდებულო ვაქცინაციას ამ ეტაპზე არ განიხილავს, თუმცა სპეციალისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის მსგავსად, გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის აცრა სავალდებულო უნდა გახდეს. უახლოეს დღეებში იმუნიზაციის საბჭო კვლავ იმსჯელებს ვაქცინაციისთვის ასაკობრივი ზღვარის 12 წლამდე შემცირებასთან დაკავშირებით.