„მწვანე საშვების“ ამოქმედებიდან ოთხი დღის შემდეგ, მედიკოსები არსებული რეგულაციების გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობენ. მომავალ კვირას საკოორდინაციო საბჭო კოვიდგადატანილებისთვის „მწვანე სტატუსის“ უვადოდ მინიჭების მიზანშეწონილობაზე იმსჯელებს. ეს საკითხი განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც „ომიკრონის“ შტამთან დაკავშირებით, პირველადი მონაცემები გავრცელდა – სპეციალისტების შეფასებით, ახალი შტამი რეინფიცირების მაღალი რისკის მატარებელია.
თათია ტაბეშაძე დეტალებით.