ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა.  ახალი შემთხვევებიდან, ერთი წყარო ლენჯერს უკავშირდება, ექვსი – დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, ოთხი კი, იმპორტირებული. აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 447 შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსისგან განიკურნა 1 190 ადამიანი.