საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

10:19, 27.08.2020

საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 447 შემთხვევაა დადასტურებული.​

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 40-ით გაიზარდა 1 190-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6010 მოქალაქე.

მსგავსი