ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

13 752 ლაბორატორიული კვლევა და 988 ახალი შემთხვევა – კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7,18 %-ია. ბოლო 14 დღის განმავლობაში ეს სტატისტიკა 5 პროცენტს მიუახლოვდა. მკვეთრად გაზრდილია ლეტალობის რიცხვიც, 24 საათში „კოვიდ-19“-ის გართულებებით 21 პაციენტია დაღუპული.  ვირუსის გავრცელების ძირითადი კერა დედაქალაქია. მობილობის შემცირების მიზნით, სადღესასწაულო დღეებში ძალაში რჩება სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები. დღეიდან 4 მაისის ჩათვლით, მოქალაქეებს სასაფლაოებზე გასვლა ეკრძალებათ, ხვალიდან 12 მაისის ჩათვლით კი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებს. სააღდგომო დღეებში ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს რეკომენდაციების განსაკუთრებით მკაცრად დაცვისკენ და ხალხმრავალ შეკრებებზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ.

დატოვე კომენტარი