კორონავირუსი - ეპიდემიური ვითარება საქართველოში

საქართველოში ჩატარებული 27 167 ტესტიდან, კორონავირუსის 382 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 313 პაციენტი, გარდაიცვალა შვიდი პირი. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელია – 1,41%. ამის პარალელურად, გრძელდება იმუნიზაციის პროცესი თბილისში. „ასტრაზენეკას“ ვაქცინით იცრებიან მედიკოსები. კუთვნილი დოზების მისაღებად ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით დარეგისტრირებულია 4633 პირი, უკვე აიცრა 1447.