ინფიცირების 52 ახალი შემთხვევა დადასტურდა ოკუპირებულ აფხაზეთში. ე. წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტესტირება სულ 172 ადამიანს ჩაუტარდა. ამ მომენტისთვის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 63 პაციენტი რჩება. სამის მდგომარეობა მძიმეა.
სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 726 ფაქტი აღრიცხეს. 192 გამოჯანმრთელდა, შვიდი კი გარდაიცვალა.