ქვეყანაში გრიპი ბოლო ორი კვირაა, აღარ ფიქსირდება, ის მეტაპნევმო ვირუსმა ჩაანაცვლა – არსებულ ეპიდემიურ ვითარებასთან დაკავშირებით, მედიასთან ივანე ჩხაიძემ ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, ასევე ცირკულირებს ადენოვირუსი. „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის განცხადებით, ქვეყანაში კვლავ ფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევები, თუმცა, მაჩვენებელი დაბალია და 2-3 %-ს არ აღემატება.