რა ახალი შეზღუდვების დაწესებაა მოსალოდნელი. გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, სპეციალისტები რეგულაციების გამკაცრებაზე მსჯელობენ. კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელია – 2,48%. ორ პროცენტს აღემატება ბოლო შვიდი დღის ჯამური ციფრიც.
ფიქსირდება რეინფიცირების ახალი შემთხვევები. ჩატარებული 9 211 კვლევიდან, გამოვლინდა 228 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 425 პაციენტი და გარდაიცვალა 11. ამის ფონზე, გრძელდება იმუნიზაციის პროცესი. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ჩინური ვაქცინით აცრა, რომლიც უკვე საქართველოშია, დაიწყება მხოლოდ მაშინ, როცა ის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აკრედიტაციას მიიღებს.
მარიამ სეთურიძე დეტალებით.