როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება მსოფლიოში. კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთმა ვაქცინამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო. კომპანია „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ მიერ შექმნილი პრეპარატი „კოვაქსის“ პროგრამაშიც ჩაერთვება. ამის პარალელურად, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა მატების ტენდენცია ფიქსირდება, რის გამოც სხვადასხვა ქვეყნებში შეზღუდვების ამოქმედება ხელახლა დაიწყო.