ეპიდემიოლოგიური ვითარება აჭარაში

აჭარაში დღეს კორონავირუსის 343 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა ორი პაციენტი. 88 წლის ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, 60 წლის ქალი კი, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში. მას თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებოდა. ამ დროისათვის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 630 პაციენტი, მათ შორის არასრულწლოვნები და ორსულები.

კოვიდსასტუმროებში 984 პირი იმყოფება.

ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში