ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

რეკორდული რაოდენობის ინფიცირებული გამოვლინდა დღეს საქართველოში –

1192 ახალი შემთხვევა, რაც ნიშნავს იმას, რომ დღიური მაჩვენებელი უკვე ოთხციფრიან ნიშნულზე ავიდა. აქედან 471 ინფიცირებული აღრიცხეს დედაქალაქში. გარდაიცვალა კიდევ რვა პაციენტი. შედეგად ქვეყანაში კორონავირუსით სულ 136 პაციენტია გარდაცვლილი, ჯამში დადასტურებულია 17 477 შემთხვევა.

არის თუ არა ქვეყანაში საკმარისი საწოლები, რომ მოხერხდეს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობა – დეტალურ ინფორმაციას მაკა არჩევნიშვილი გაგვაცნობს.