ენმ გადამწყვეტ ბრძოლას იწყებს და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას გეგმავს

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ დღეიდან გადამწყვეტ ბრძოლას იწყებენ. კიევში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დღეს თბილისში  14:00 საათზე მიხეილ სააკაშვილის  მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე აბსურდულს უწოდებს უკრაინაში მყოფი მიხეილ სააკაშვილისთვის წაყენებულ ბრალდებას სახელმწიფო გადატრიალების შესახებ და უკრაინისა და საქართველოს მთავრობებს შორის გარიგებაზე ლაპარაკობს.